საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (ეძღვნება ირაკლი ფარჯიანის 75-ე წლისთავს)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 11-12 ნოემბერს უმასპინძლებს მხატვრებსა და მკვლევრებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნება ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75-ე წლისთავს.

საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა სახვითი ხელოვნება,  დარგი,  რომლის სწავლებასაც თსუ-ში 30-წლიანი ისტორია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გა იმართება მასტერკლასი, ვორკშოპი და გამოფენა, სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 

  • ტრადიცია და თანამედროვეობა მხატვრობაში
  • ქართული სახვითი ხელოვნება
  • რელიგია და ხელოვნება
  • ლიტერატურა და მხატვრობა
  • მუსიკა და მხატვრობა
  • კულტურა და ხელოვნება
  • ფილოსოფია და ხელოვნება
  • მინიატურის ჟანრი ხელოვნებაში

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

 

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

რეგლამენტი:
       მოხსენება – 20 წუთი;

       მსჯელობა – 10 წუთი;

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 11-12 ნოემბერი, 2025
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი, 2025
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 10 ოქტომბერი,  2025;
  • პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 15 ოქტომბერი, 2025;
  • ქართულენოვანი თეზისების მოცულობა:  300 სიტყვა; ინგლისურენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა;

 

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო გადასახადი: 

  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 70 ლარი;
  • უცხოელი მომხსენებლებისა და მხატვრებისთვის – 100 ევრო;
  • ქართველი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) – 35 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის (თითოეულითანაავტორი) –   50 ევრო;

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (11-12 ნოემბერი, 2025);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება  (11-12 ნოემბერი, 2025);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება;

 

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“.
  • სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი.
  • სამეცნიერო მიმართულებით სიმპოზიუმის კოორდინატორია − თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.
  • მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
  • ელ.ფოსტა: symposium.visualart@tsu.ge
  • საკონტაქტო პირები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი,   ასოც. პროფესორი ლევან სილაგაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კვირიკაშვილი.

 

თეზისების გაფორმების წესი

თარიღი: 27/03/2025